თბილისის მერია

აბესაძე: ის, რაც თბილისში ხდება, ქართული ოცნების ჩავარდნაა

ისევე, როგორც მთლიანი 4 წლიანი მმართველობა, ასევე ეს წინასაარჩევნო გამოფხიზლებაც ძალიან უსახური და უნიჭოა თბილისის მერიის შესრულებით. ნამდვილად არ იგრძნობა ქალაქში, რომ ქალაქს ჰყავს ხელისუფლება და რაიმე სამუშაოები დაგეგმილად, ორგანიზებულად მიმდინარეობს. რაც შეეხება ნარმანიას და მის მმართველობას, სამწუხაროდ, მგონი თავად ქართული ოცნებაც ცდილობს, მოსახლეობას დააჯეროს, რომ მხოლოდ ნარმანიას პრობლემაა ის, რაც ხდება თბილისში. ის, რაც ხდება თბილისში, არის ქართული ოცნების ჩავარდნა და არა დავით ნარმანიას პირად პრობლემა და პირადი ტრაგედია

ენმ-ის წევრი ირაკლი აბესაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები