2016 წლის არჩევნები

უსუფაშვილი მეწარმეებს: აღარ გააკეთოთ არჩევანი პოლიტკორექტულობის გადმოსახედიდან

გთხოვთ, აღარასოდეს გააკეთოთ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის“ გადმოსახედიდან, მიუხედავად იმისა, რამდენად „კორექტულადაა“ მოწოდებული „პოლიტიკურად სწორი“ გადაწყვეტილება. გთხოვთ, აღარასოდეს შეუწყოთ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობის დამკვიდრებას საქართველოში, თუნდაც ამ პარტიის სათავეებში საფლავებიდან წამომდგარ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, ილია ჭავჭავაძეს და ბიძინა ჩოლოყაშვილს ერთად ხედავდეთ. გთხოვთ, აუცილებლად მიბრძანდით არჩევნებზე 8 ოქტომბერს და აუცილებლად თქვენი თავისუფალი პერსონალური არჩევანი გააკეთეთ. გთხოვთ, მიეცით ხმა იმ პარტიას და იმ ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა თქვენს დღევანდელ ბიზნეს ინტერესებს, არამედ თქვენს ხვალინდელ მშობლიურ ინტერესებს. გთხოვთ, მიეცით თქვენი ხმა ვისაც გინდათ, გნებავთ ბიძინას, გნებავთ მიშას, გნებავთ ირმას, გნებავთ ნებისმიერს, გარდა ჩემი და რესპუბლიკელებისა, ოღონდ ეს იყოს თქვენი თავისუფალი არჩევანი. გთხოვთ, იგივე გადაეცით თქვენი ოჯახის წევრებს, იგივე გადაეცით თქვენი საწარმოების თანამშრომლებს. გთხოვთ, ყველას გადაეცით, რომ საქართველოში თავისუფლება უკვე შესაძლებელია და ჯერ კიდევ შესაძლებელია...

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, მეწარმეებს მიმართავს, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიძნესმენებთან შეხვედრისას მოუწოდა მათ დაევალებინათ მათი თანამშრომლებისა და ახლობლებისათვის, რომ სწორი ანალიზი გააკეთონ.

კომენტარები