საქართველოს პარლამენტი

ხოშტარია პრემიერს: არ გახსენდებათ სიძულვილის ნიადაგზე მოკლული ტრანსგენდერი

ფარსია და სიყალბე, როდესაც შს მინისტრი და თქვენ არც კი ახსენებთ კრიმინოგენურ ვითარებას, არ გახსენდებათ, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ადამიანი დღისით, მზისით კალაშნიკოვით ჩაცხრილეს შუაგულ ვაკეში, წესიერი, პატიოსანი ადამიანი. არ გახსენდებათ ჯერ არ დასაფლავებული ტრანსგენდერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ სიძულვილის და განსხვავებულობის ნიადაგზე მოკლეს. ეს არის არაერთი დაჩაგრული ჯგუფი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, უბრალოდ არ გახსენდებათ და არ საუბრობთ ამაზე. იმიტომ, რომ თქვენ მიმართავთ ბიძინა ივანიშვილს და არა საზოგადოებას. მესმის, რომ ეს პრობლემები ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ, ბატონო გიორგი, როცა ეს პრობლემები არსებობს არ შეიძლება ჩვენ ვაყალბებდეთ და ვმალავდეთ სტატისტიკას, ტაშს ვუკრავდეთ ერთმანეთს და თვითკმაყოფილებაში ვიღვრებოდეთ აქ, ერთმანეთის ქებაში

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს

კომენტარები