ლარის გაუფასურება

ძიძიგური: მთავრობის ეკონომიკური გეგმა დამამშვიდებელი და დამაწყნარებელია

ემოციური ფონი და აჟიოტაჟის ელემენტი იყო. ეს არ იყო ლარის ბუნებრივი ნიშნული, თანაც 3 საათის განმავლობაში მოხდა ესეთი ტიპის ნახტომი. რა ფინანსური კატაკლიზმი მოხდა ჩვენ ქვეყანაში ამ 3 საათში, მე მგონი ვერცერთი ადამიანი ვერ დაასახელებს. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ისიც იყო აჟიოტაჟის შემომტანი, რომ თურქეთში ლირა 20 %-ით დაეცა და ვინაიდან ჩვენი ბიზნესი არის მიბმული თურქულ სავაჭრო ურთიერთობაზე და სხვადასხვა ბიზნესურთიერთობებზე. რაც შეეხება მთავრობის გეგმას, ეს იყო დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი და არა ის, რომ არიქა ახლა დოლარზე გაიზარდა მოთხოვნა.

ტაბულას კითხვაზე "რატომ მოჰყვა პრემიერის 10-პუნქტიან გეგმას სავალუტო ბაზარზე პანიკა და ლარის კიდევ უფრო გაუფასურება, როდესაც გეგმის მიზანი პირიქით ლარის გამყარება იყო? იმიტომ ხომ არა, რომ ასე მან დოლარზე მოთხოვნა გაზარდა?" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური პასუხობს, რომ სავალუტო აჟიოტაჟს თურქული ლირის დაცემამაც შეუწყო ხელი.

კომენტარები