საქართველოს პარლამენტი

ბოკერია: წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს, რომ აქციზის გაზრდას აპირებდით?

ბატონო დიმიტრი, ხომ მეთანხმებით, რომ გადასახადების აწევა ყველა შემთხვევაში იწვევს ამ სერვისზე, ან ზოგადად სერვისებზე, ან პროდუქტზე ფასის ზრდას, ან ნაკლები ფული რჩება იმას, ვინც ამას აწარმოებს?!

ხომ მეთანხმებით, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს ძალიან უჭირს?! მეთანხმებით?

თქვენ პრემიერმინისტრსაც ეთანხმებით, რომელმაც ამ დარბაზში აღიარა, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების თქვენი ტემპით 100 წელი ვერ დაეწევა ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას?!

ამ ვითარებაში თქვენ გადასახადებს სწევთ, ნაკლებ ფულს უტოვებთ ადამიანებს და ბიზნესს, ბიუროკრატებს ახარჯინებთ მეტ ფულს, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს.

წინასწარ რატომ არ უთხარით ამომრჩეველს, რომ აქციზის გაზრდას აპირებდით? სად წერია თქვენს პროგრამაში ან რომელ თქვენს კლიპში იყო? და თუ არ წერია, რატომ მოატყუეთ ამომრჩეველი?

კომენტარები