ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: პეროიანებმა თუ რაღაც თავის თავზე მიიღეს, მათი პრობლემაა

"ჯოგი" ჩვენს თავზე არ მიგვიღია, პეროიანებმა თუ მიიღეს რაღაც თავის თავზე, ეს მათი პრობლემაა. კონფორმისტებს და იმ ხალხს, ვინც ყოველთვის თავის პირად კეთილდღეობას დააყენებს საერთო ინტერესებზე მაღლა, ნაციონალურ მოძრაობაში არაფერი  ესაქმება. ნაციონალურ მოძრაობაში ყოველთვის იყო საუკეთესო ხალხი. ძვირფასო ლელა [ქებურია], ის ხალხი, ვისაც "პერიოიანები" სწყინთ, პარლამენტში მოიყვანა აი ამ ხალხმა, ვისაც ისინი ჯოგს ეძახიან. როდესაც მოგიყვანეთ პარლამენტში, უკაცრავად, ძვირფასო, მეორე დღესვე იმ ხალხის ფურთხება, ვინც მოგიყვანა, დარჩა სიცივეში, უხელფასობაში, უბედურებაში და საფრთხეში, მეორე დღესვე მათი შეურაცხყოფა ... ამ აქტივმა მოგიყვანათ თქვენ პარლამენტში, თქვენ გაქვთ მათი ვალი.

ძალიან მარტივია, უნდა შექმნილიყო ქებურიას პარტია და რამდენ ხმასაც აიღებდა, იმდენი ხმით უნდა შესულიყავით. თუ გექნებოდათ 27-კაციანი ფრაქცია - გექნებოდათ 27-კაციანი ფრაქცია. ეს ხომ ლოგიკურად სწორია. რატომ არ შექმენით თქვენი პარტია, თუ ჩვენი გულისთვის არ მოდიოდით ჩვენთან? შეგექმნათ და თუ შეხვიდოდით პარლამენტში, მხარსაც აუცილებლად დაგიჭერდით. მაშინ ჩვენ ალბათ შევიყვანდით  იმ ხალხს, ვინც ამ დარბაზში ზის და როცა თქვენ შეხვიდოდით თქვენი ფრაქციით, მერე ეს ხალხი მოვიდოდა თქვენთან და დაილაპარაკებდით - აი, ქალბატონო ლელა, თქვენ გაქვთ 27 ხმა, ჩვენ - საცოდავი 5 კინკილა ხმა, რამდენსაც მიიღებდა ნაციონალური მოძრაობა ქებურიას გარეშე, და მოდი დავდგეთ და გავერთიანდეთ. 

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის აქტივს.

კომენტარები