ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

უგულავა: დროზე უნდა მოხდეს მთავარ პრობლემაზე ფოკუსირება

დემოკრატიულ სისტემაში ქვეყნისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი პარტიის შიდა პრობლემები დემოკრატიის პრობლემაა, იმიტომ, რომ პარტიები ქმნიან კონკურენტულ დემოკრატიას, მაგრამ პრობლემა ამ ქვეყანაში არის სხვა რამ. პრობლემის გასაღები დევს იქ, რომ უნდა მოხდეს არაფორმალური მმართველობის დასრულება - შეკავება და შემდეგ უკვე მშვიდობიანი ჩამოცილება, რადგან ეს უმრავლესობა არის ნელად მოქმედი ნაღმი, რომელმაც შეიძლება საქართველო ააფეთქოს. ამიტომ დროზე უნდა მოვრჩეთ ჩვენ ამას და დროზე უნდა მოხდეს ფოკუსირება მთავარ პრობლემაზე.

გიგი უგულავამ ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის სხვა ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

კომენტარები