ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

წიკლაური: ხვალ მცირე ჯგუფი ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას

ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა - მან ვერ მოახერხა მთავარი ოპოზიციური ძალის გახლეჩა, დანაწევრება და დანგრევა.მან ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება. ხვალ განდგომილთა მცირე ჯგუფი ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას; თუმცა, ზუსტად ასევე ეს პარტია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, ოცნებაში გადაბარგებულმა მაჟორიტარებმა, გირჩებმა, ვაშაძემ... 
ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი პოლიტიკური ძალის დასუსტება, რადგან ნაციონალური მოძრაობა არის არა მხოლოდ პარტია, არამედ ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საუკუნოვანი ეროვნული იდეა, ხოლო მისი მხარდამჭერებისთვის სწორედ ეროვნული იდეის გამარჯვება არის უმთავრესი მიზანი.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური facebook-ის საკუთარ გვერდზე

კომენტარები