ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რულოვსი: თქვენ აძლიერებთ პარტიას, თქვენ აძლიერებთ მიშას

თქვენ აძლიერებთ პარტიას, თქვენ აძლიერებთ მიშას, ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაზე. მისი თითოეული აშენებული შენობის, ხიდის, ქალაქის ეშინიათ. როგორც არ უნდა სცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, უკუშედეგს მიიღებენ. თქვენ იცით, რომ მიშა ყველაზე მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა ხვდება. რაც არ უნდა გაუკეთონ მიშას, თუნდაც მოქალაქეობა წაართვან, ის მაინც ქართველად რჩება იმიტომ, რომ საქართველოსთვის მისი გული ცემს. რაც არ უნდა ქონება წაართვან, დარწმუნებული ვარ, ყველგან, თქვენს ოჯახებში ჩვენი ოჯახისთვის იქნება პატარა, მყუდრო ადგილი, ყველი და პური და სითბო.

სანდრა რულოვსი ენმ-ის ყრილობაზე შეკრებილ ხალხს მიმართავს.

კომენტარები