ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: დავინახეთ კარგად, სად დარჩა ორგანიზაციის ნიჭი, ინტელექტი და ხალასი

მგონი, დავინახეთ კარგად, სად დარჩა ორგანიზაციის ნიჭი, ინტელექტი და ხალასი. ეს ყრილობა არის მინიმუმ ისეთი ორგანიზებული, როგორც სხვა ყრილობები და იმათზე უკეთესიც, იმიტომ, რომ იყო განსაკუთრებული მომენტი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აღმოჩნდა ივანიშვილის მხრიდან დარტყმის ქვეშ. ხომ კარგად დაინახეთ და ყველამ კარგად გადახედეთ, სად არის ნაციონალური მოძრაობა, სად არის ორგანიზება, სად არის ნიჭი, სად არის ინტელექტი და სად არის რწმენა. აი, პასუხი ივანიშვილს და ყველაფერს იმას, რაც მოხდა ბოლო თვეებში

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.

კომენტარები