საქართველოს პარლამენტი

ფოფხაძე: ეკლესიაში მიმდინარე პროცესების საჯარო განხილვა მიუღებელია

ეს საკითხები, პირველ რიგში, ეკლესიას და წმიდა სინოდს ეხება, ისინი უნდა შეიკრიბონ და თვითონ იმსჯელონ. რამდენად სწორია, საჯარო საუბარი კონკრეტული ეპისკოპოსის მხრიდან, ესეც სინოდის გადასაწყვეტია. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის შიდა პროცესები და მართლმადიდებელი ეკლესია თვითონ უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას ამაზე. ეკლესიაში მიმდინარე პროცესების რუსთავი 2-ზე საჯარო განხილვები ჩემთვის, ამ შემთხვევაში, როგორც მართლმადიდებლისთვის და არა როგორც პოლიტიკოსისთვის, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე.

კომენტარები