საქართველოს პარლამენტი

მარშანია: ჯომოლუნგმაზე უნდა ავიდეთ და იმ სიმაღლიდან მივმართოთ მთავრობას?

ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნა ამ საკითხთან [იპოთეკითარების აქციებზე] დაკავშირებით, მაგრამ არავითარი პასუხი არ მიგვიღია. რომელი უფრო მაღალი და დიდი ტრიბუნაა საქართველოში, ვიდრე საპარლამენტო ტრიბუნა? და რომელ ენაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ აქ, თუ არა ქართულ ენაზე? ჯომოლუნგმაზე უნდა ავიდეთ და იმ სიმაღლიდან უნდა მივმართოთ ჩვენს მთავრობას? და რომელ ენაზე უნდა მივმართოთ მთავრობას, ჟესტების ენაზე თუ ჟესტიკულაციაზე უნდა გადავიდეთ, რომ გავაგებინოთ მთავრობას - როცა მთელი საპარლამენტო ფრაქცია ითხოვს სპეციალური კომისიის შექმნას, პასუხი უნდა გაეცეს.

ფრაქცია პატრიოტების წევრი ადა მარშანია პარლამენტში მიმდინარე სესიაზე. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან იპოთეკით მოსარგებლე პირების აქცია მიმდინარეობს, სწორედ მათ პროტესტს გამოეხმაურა ადა მარშანია.

კომენტარები