ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია უგულავაზე: არჩეული მერი როგორ იყო? დანიშნული მერი იყო

მე 2014 წელს მოვედი ნაციონალურ მოძრაობაში. ამას როდესაც იძახის გიგი უგულავა [მე წარვადგინე პარტიაში], მინიმუმ უნდა შერცხვეს. ადამიანი დასვეს პირდაპირ თბილისის მერად და მე მოვედი ბრძოლაში და ომში და დღესაც ამ ბრძოლაში ვარ და ამ ბრძოლიდან და ომიდან არ გავქცეულვარ... არჩეული მერი როგორ იყო? დანიშნული მერი იყო და მერე იქნა არჩეული. ხელისუფლებაში მე მოვიყვანეო რომ ამბობს, რომელ ხელისუფლებაში მომიყვანა

ენმ-ის ლიდერი, ნიკა მელია, ტელეკომპანია პირველის გადაცემა "რეაქციაში სტუმრობისას", ავტორისა და წამყვანის რეპლიკაზე, "თქვენ ხომ გიგი უგულავამ წარგადგინათ პარტიაში"

კომენტარები