დონალდ ტრამპი

ტრამპი: რატომ მეძახის მოხუცს კიმ ჩენ ინი, როცა მე "დაბალს და მსუქანს" არ ვეძახი?

რატომ ცდილობს კიმ ჩენ ინი ჩემს დამცირებას "მოხუცის" ძახილით, როცა მე არასდროს დავუძახებდი მას "დაბალს და მსუქანს"? მე ხომ ასე ძალიან ვცდილობ მასთან დამეგობრებას და იქნებ ერთ დღეს ასეც მოხდეს.

ამ განცხადებით დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტს მშვიდობისა და სტაბილურობის დამანგრეველი უწოდა. უწყება აღნიშნავს, რომ ტრამპი კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ ომს ითხოვდა. 

კომენტარები