თბილისის მერია

ქანთარია ჭონქაძეზე: საქმემ გამოაჩინოს და არა Fb-ში დაწერილმა უხერხულმა მოსაზრებებმა

მე არ ვიცნობ ამ პიროვნებას, მაგრამ ვიცნობ კახა კალაძეს და ვენდობი კახა კალაძეს. კახა არის თბილისის არჩეული მერი და მისი პრეროგატივაა კადრების დაკომპლექტება. რადგან მან ჩათვალა, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარკვეულ სამსახურში, ე.ი. მას იმედი აქვს, რომ ამ ადამიანს აქვს უნარი, გარდა იმ გამონათქვამებისა რასაც წერდა. დავიცადოთ და საქმემ გამოაჩინოს და არა მოცალეობის ჟამს სოციალურ ქსელში დაწერილმა თუნდაც უხერხულმა მოსაზრებებმა. ერთია, როცა ადამიანი ჩადგება სამსახურში, რას გააკეთებს, თუ პარალელურად გააგრძელებს იგივე რეჟიმს, მაშინ შეგვიძლია უკვე დასკვნები გამოვიტანოთ.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილ ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძეზე, რომელიც წლების განმავლობაში, სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით Facebook-ში ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ, უცენზურო პოსტებს წერდა.

კომენტარები