თბილისის მერია

კალაძე: მოსახლეობის თანადგომაც გვჭირდება, ნაგავი საღამოს საათებში უნდა გაიტანონ

საცობებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა - განსაკუთრებით, როცა დღის განმავლობაში გადაადგილდება ნაგვის მანქანები, გარკვეულწილად ქმნიან დაბრკოლებას და იქმნება საცობები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ საპილოტე პროგრამა, ავირჩიოთ კონკრეტული რაიონი, კონკრეტული ქუჩები, ცენტრალურ ქუჩებს ვგულისხმობ და ვნახოთ შედეგი. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების თანადგომაც, რადგან თუ ვსაუბრობთ, რომ ნაგვის გატანა უნდა მოხდეს ღამის საათებში, 22:00-დან 24:00 საათამდე, შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან ნაგვის გატანა უნდა მოხდეს საღამოს საათებში.

თბილისის მერი კახა კალაძე ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები