თბილისის მერია

კალაძე დეველოპერებს: თუ მიდგომები არ შევცვალეთ, თბილისში ცხოვრება შეუძლებელი იქნება

ვიცით არსებული მდგომარეობა, პრობლემები ქალაქის განაშენიანების თვალსაზრისით. თუ გარკვეული მიდგომები არ შევცვალეთ, ამ ქალაქში ცხოვრება მართლაც შეუძლებელი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარებას, აღმშენებლობას, მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი სწორად, თანმიმდევრულად და ხარისხიანად გავაკეთოთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, საკმაოდ მნიშვნელოვან და ეფექტურ პროექტებს განვახორციელებთ.

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები