საქართველოს პარლამენტი

გაბუნია ოპოზიციას: სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ საშინელ სურათს

დღევანდელი განხილვებიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში. იმიტომ, რომ თქვენ არ საუბრობთ მთავარზე, თქვენ არ საუბრობთ ბიუჯეტზე, თქვენ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, მაგრამ აქ არსად არ ჩანს ბიუჯეტი. სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ რაღაც საშინელ სურათს, თითქოს არის ქვეყანა, საიდანაც გამოსავლის გზებს გვთავაზობთ, ფილანტროპიული მოწადინებით და აღტკინებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იგივეს  - სრულ სიცარიელეს, სრულ ლუფტს და სრულიად არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ რომ თვალი გაუსწოროთ ამ რეალობას, ის სურათი, რომელსაც ხატავთ არის აბსოლუტურად უადგილო რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში.

ზაზა გაბუნიამ საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა

კომენტარები