ვლადიმირ პუტინი

პუტინი: დონბასის ტერიტორიაზე რუსული არმია არ არის

რუსული არმია დონბასის ტერიტორიაზე არ არის. აქ ფორმირებულები არიან ჩვენი ძალები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი დასახლება გადაარჩინონ რადიკალ-ნაციონალისტებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, აქ სრებრენიცას მსგავსი სასაკლაო მოაწყონ. 

კიევს არ აქვს არავითარი სურვილი, მინსკის შეთანხმება შეასრულოს, მათ შორის არც დონბასის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე. აშშ ამ პროცესის სრულუფლებიანი მონაწილე გამოდის, ისინი ძალიან ღრმად არიან ჩართულები. მე მათი ფორმალური ჩართულობის წინააღმდეგი არასდროს ვიყავი. 

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა 2017 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. ომს წინ ევრომაიდნის მოვლენები უძღოდა. ომის დაწყებიდან მალევე მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, თუმცა მას რუსეთი მუდმივად არღვევს. 

კომენტარები