ვანო მერაბიშვილის საქმე

ჩუგოშვილი: მერაბიშვილი ლეგიტიმურად და სამართლიანად არის მიცემული პასუხისგებაში

სტრასბურგის გადაწყვეტილება არ შეეხება ძირითად ბრალსა და დაკავების საფუძვლებს, არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი პატიმრობის პერიოდიდან, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევა. ამ კონკრეტულ ერთ ეპიზოდზე მთავრობა დაემორჩილება მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას. მინისტრთა კომიტეტმა უნდა თქვას, რა ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებად. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება და ვერ იქნება. ვანო მერაბიშვილი სრულიად ლეგიტიმურად და სამართლიანად არის მიცემული პასუხისგებაში და ამიტომ დარწმუნებული ვარ, გათავისუფლებაზე საუბარი არ იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროსაბჭოში ვანო მერაბიშვილის პატიმრობის საკითხზე საპარლამენტო ასამბლეის წევრ ერიკ კროსის კითხვას ასე უპასუხა.

კომენტარები