საზოგადოებრივი მაუწყებელი

კობახიძე: ხელი მიკანკალებდა, საზმაუს 50 მლნ-ს ვუხდიდით 1.5%-იან რეიტინგში

ხელი მიკანკალებდა ორივე წელს, როდესაც ბიუჯეტს ვიღებდით. ჩვენ ვიხდიდით ჯერ 40 მილიონს, შემდეგ 50 მილიონს 1.5% -იან რეიტინგში. ეს არის სერიოზული პრობლემა. უნდა მივიღოთ რაღაც რადიკალური გადაწყვეტილება. ერთი რადიკალური გადაწყვეტილებაა, თეორიულად ვთქვათ, რომ არ გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმიტომ, რომ 50 მილიონი 1.5%-ში არ უნდა გადაიხადო. მესმის, რომ 40% ვერ გახდება ვერასდროს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი გასაგებ მიზეზთა გამო, იმიტომ, რომ მას სხვა ფუნქცია აქვს და კერძო მაუწყებელს - სხვა, მაგრამ 50 მილიონი 1,5% -ში რომ არ უნდა გადაიხადო, ჩემთვის ეს არის აქსიომა. ან ხელი უნდა ავიღოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავაუქმოთ საერთოდ, ან ეს 1.5%, რომელშიც ვუხდით 50 მილიონს, უნდა გავხადოთ 5, 6, 7 პროცენტი. საუბარია რეიტინგის ზრდაზე რაციონალურ ფარგლებში...

საზოგადოებრივი მაუწყებელში გვეუბნებიან, რომ ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება მათ შორის შიდა რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებები და ა.შ. გარდა ამისა, მას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილება. ანუ, ისინი მოდიან კონკრეტული გეგმით და გვეუბნებიან - თუ გინდათ, რომ 1.5% გაიზარდოს, მაშინ ამის საშუალება მოგვეცით.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მედიაორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებელს კომერციული რეკლამის მიღების უფლება ექნება. აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმაც.

კომენტარები