აშშ-საქართველო

ელჩი: კონგრესმენებისგან ვისმენთ, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა რეგიონში

გრძელდება ძალიან წარმატებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, როგორც პირადი შეხვედრების დროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართული მიღების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორების, კონგრესმენების მხრიდან მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები, რომ საქართველო აგრძელებს, იყოს სამაგალითო რეგიონში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი, როგორც დემოკრატიული განვითარების კარგი მაგალითი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების და განმტკიცების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატებში დავით ბაქრაძე.

კომენტარები