საქართველოს პარლამენტი

ქუცნაშვილი: არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის

ალბათ, მე ვალდებული ვარ, როგორც ადამიანმა და როგორც მთიელმა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს - არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის. ეს დარბაზი ახლადარჩეული უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, ვსაუბრობთ თქვენი ხელმძღვანელობით უშიშროების საბჭოს შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ დროს, მორიგ სიტყვას არ ველოდებით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა მოგვწონს და ამ დროს, რამდენიმესაათიანი მოთმენა გვიჭირს. რა უფლება მაქვს, თქვენს პირად ემოციას შევეხო, მაგრამ ხომ იცით - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს პირად ემოციაზე აყოლის უფლება არ გვაქვს. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მის სამართლიანად დადგენილ წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს და მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს პრინციპული და შეუვალი პოზიციისთვის.

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის პროტესტზე. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური დებატების ფორმატის ცვლილება მოითხოვა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. მას სურდა, დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მისცემოდა, რასაც რეგლამენტი არ ითვალისწინებს. საკითხი კენჭისყრაზე გავიდა, თუმცა, პრეზიდენტის მოთხოვნას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები