საქართველოს პარლამენტი

მდინარაძე: შს მინისტრს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოვიწვევთ

მას [გიორგი გახარიას] აქვს ყველა კითხვაზე პასუხი და მზად არის, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს პარლამენტის წევრებს. შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, პარლამენტში ჩავატაროთ იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. მოვიწვევთ შინაგან საქმეთა მინისტრს და ნებისმიერ დეპუტატს, უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელს, ექნება საშუალება უშუალოდ მინისტრისგან მოისმინოს პასუხები მათ მიერ დასმულ კითხვებზე [კლუბებში] ჩატარებული ღონისძიების ნებისმიერ დეტალთან დაკავშირებით.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები