ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: პენსიონერი მივა ტერმინალში და ID ბარათით მოითხოვს პენსიის ზრდას

თითქმის ყველა ვართ რეგისტრირებული სოციალურ ქსელებში. ქართულ ფეისბუქზე არის თითქმის 1 200 000 ადამიანი. უფრო მეტიც, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ფეისბუქზე საერთოდ არ შეიდის, არის ათასგვარი ახალი საშუალობა ერთმანეთთან ურთიერთობის ფეისბუქის გარეშე. ტელევიზია ძველდება უიმედოდ და ყველაფერი იცვლება მსოფლიოში და თუ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან ურთიერთობა ამ სივრცეში, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იმავე სივრცეში... ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ თუ ფეისბუქზე არ ვარ, თუ არ ვიცი სმართფონით და კომპიუტერით სარგებლობა, როგორ უნდა მივიღო ეს გადაწყვეტილება? ძალიან მარტივია. ID ბარათი ხომ ყველას გვაქვს? ვთქვათ იქ არის მოხუცი პენსიონერი, რომელმაც არ იცის არაფრით სარგებლობა და არც აქვს. ჩვეულებრივად მიდის ტერმინალში, სადაც იღებს პენსიას, ან ფოსტაში სადაც თანამშრომელი დაეხმარება, ან იუსტიციის სახლში თავის ID ბარათს იღებს და იძახის: შვილო, მე მინდა რომ ჩემი პენსია გაიზარდოს ამდენ და ამდენ ლარამდე... ეს არის პირდაპირი სახალხო დემოკრატია, ხალხის მიერ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თვითონ მიღება. თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ვინ უნდა იყოს გენერალური პროკურორი, ვინ უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, უნდა იყოს თუ არა ესა თუ ის მინისტრი, ვის რა ხელფასი უნდა ჰქონდეს, ქალაქში რომ არ უნდა შენდებოდეს ბაღებში მრავალსართულიანი შენობები, თქვენი გადასაწყვეტია ეს ჩემო მეგობრებო

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში პირდაპირი სახალხო დემოკრატია უნდა დამყარდეს, რომელიც ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იფუნქციონირებს. სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც წარმომადგენლობითი დემოკრატიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა

კომენტარები