წულუკიანი: ირინა ენუქიძის ადვოკატი, ადეიშვილის მოადგილის რჩევით ხსნის კანდიდატურას

მე გამიჩნდა კითხვა, როდესაც პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე [ოთარ კახიძე] აყენებს კანდიდატურად შალვა შავგულიძეს, ირინა ენუქიძის ადვოკატს და ჩემს ყოფილ თანამებრძოლს და შალვგულიძე ირინა ენუქიძის ადვოკატი ხსნის კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილის კონსულტაციის საფუძველზე, ეს რა შეიძლება იყოს თუ არა სამწუხარო და დასანანი. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შალვა შავგულიძის მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ. შავგულიძემ კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ოთარ კახიძის მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, არ დაკმაყოფილდა.
მოკლე ბმული: