ფინანსთა სამინისტრო

მაჭავარიანი: ამ იმიდან, მცირე მთავრობიდან თანხებს გამოვათავისუფლებთ

ჩვენ ვთქვით რომ არ გავზრდით ბიუჯეტს, მაგრამ არის შესაძლებლობა ბიუჯეტის შიგნით ჩავიხედოთ - არის ათასი მანქანა, რომელიც არ გვინდა, პროცესი, რომელიც შეიძლება ჩანაცვლდეს ციფრული ტექნოლოგიით. ცოტა კერძო სექტორთანაც ვითანამშრომლოთ და ასე, მიდიხარ მერე რა ჰქვია, სტარტაპის კაპიტალის ინიციატივამდე. მიდიხარ მაგალითად, იგივე იმამდე, რა ჰქვია, ინკლუზიურობის, რა ჰქვია რეგიონების განვითარებაზე. იმაზე მეტს ჩვენ ვერ დავხარჯავთ რაც ბიუჯეტში გვაქვს. სავარაუდოდ ეს არ იქნება ბოლომდე საკმარისი. მაგრამ გამოთავისუფლებული თანხებით ხომ, რასაც ვაპირებთ ამ იმიდან, მცირე მთავრობის კონცეფციიდან, რაღაცას წავახმართ ასევე კაპიტალურ დანახარჯებს.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია წარადგინა.

კომენტარები