კახა კალაძე

კალაძე: განსხვავებული აზრისთვის ხალხი არ დაგვითხოვია, ამის გამო მხარდამჭერები ვერ დავაფასეთ

ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში არ მოვიქეცით ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობა 2003 წელს. მოვიდა, ყველა გაყარეს, ჩარეცხეს, ჩარეცხილები უწოდეს. ჩვენ მივუდექით, როგორ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში იმოქმედებდა ხელისუფალი, თუმცა, ესეც ჩვენს წინააღმდეგ იქნა ამ წლების განმავლობაში გამოყენებული. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით არ გავითავისუფლებია ადამიანები სამსახურიდან და მე ამითაც ვამაყობდი. იყვნენ იქ ადამიანები, ვინც პირდაპირ აგიტაციას ეწეოდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ სამუშაო საათებში და 2012 წელს საარჩევნო ყუთებს იპარავდა, რომლებიც ყაზტრანსგაზის კომპანიაში მუშაობდნენ, ხაშურში მაგალითად საარჩევნო ყუთებს იპარავდნენ. რა თქმა უნდა, ის ადამიანები ყველა გათავისუფლებული იქნა სამსახურებიდან, თუმცა პოლიტიკური ნიშნით ჩვენთვის არ იყო ის მიდგომები, რომ განსხვავებული აზრის გამო ადამიანები გავეთავისუფლებინა და ამით რა მივიღეთ, რომ ის ადამიანები, ვინც თავგანწირვით ყველაფერ შეურაცხყოფას უძლებდნენ, იმის გამო, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ვერ შევძელით ამ ადამიანების სათანადოდ დაფასება. მე მგონია, დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი შეცდომა, პრობლემა, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს.

თქვა თბილისის მერმა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

კომენტარები