ვალების განულება

ბახტაძე ვალების განულებაზე: მოქალაქეები შეძლებენ გამოვიდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან

როდესაც გაკეთდა ანალიზი, ჩვენ მოქალაქეების თითქმის 95%-ის სასესხო დავალიანების ძირი თანხა არ აღემატება ორი ათას ლარს. ჩვენ გვაქვს შემთხვევა, სადაც ერთ ადამიანს აქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ სესხი აღებული და შემდეგ რომ ვერ გადაიხადა, მოხვდა შავ სიაში. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ეს ტვირთი, ხელბორკილები აღარ ჰქონდეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ეკონომიკურ-სოციალურ ცხოვრებას.

ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ქართული კომპანია იყოს წარმატებული. საერთაშორისო ბაზარზე ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები. იცით, რომ ექსპორტის ზრდამ 25% შეადგინა და ძალიან ბევრი ასეთ წარმატებაა. ვერასდროს შევძლებთ ასეთ პირობებში იმას, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს ყველა მოქალაქეზე, მაშინ, როდესაც შენი მოსახლეობის ორი მესამედი გყავს შავ სიაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, ვიყოთ დარწმუნებული, რომ რომელიმე მოქალაქე, ან რომელიმე კატეგორია ჩვენი საზოგადოების არ დარჩეს ამ განვითარების მიღმა. 

მაღალი მოლოდინია, რომ მოქალაქეები, რომლებიც გათავისუფლდებიან ამ ტვირთისგან, შეძლებენ დაუბრუნდნენ ჯანსაღ ეკონომიკურ ცხოვრებას, შექმნან დოვლათი, გამოვიდნენ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან. უამრავი ადამიანია, რომელიც დამსაქმებელ სთხოვს, რომ თანხა ხელზე აიღოს. მთავარი კაპიტალი, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, ეს არის ადამიანური რესურსი. გამოდის, რომ ყველაზე დიდი რესურსს ვერ იყენებს ჩვენი ეკონომიკა. ადამიანური თვალსაზრისით ეს კიდევ უფრო მძიმეა. ადამიანების ნებისმიერი ინიციატივა წინასწარ აწყდება ბარიერს, რომ ვერ შეძლებს მის განვითარებას

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

კომენტარები