მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის პატრიოტულ აღზრდაზე, მის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და მე მინდა, ამ გზავნილებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო
tbl.ge/3e6y
დაკოპირდა
პირველი არხის ცნობით, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, რომელშიც წერია, რომ "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების". პატრიარქის თქმით, "ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს".
ამავე თემაზე
- კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წირვისას არ წაუკითხავთ, ის ჯერ არ გამოქვეყნებულა
- მეუფე იაკობი: სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია, ბევრს არასწორად ესმის
- მეუფე პეტრე ეპისტოლეზე: ამ მოწოდების ადრესატად უნდა იქცეს პატრიარქის პირადი გარემოცვა
- ილია II: სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, ბუნებასთან ურთიერთობას
- ილია II: მსოფლიო დაუცველობის განცდამ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავის თავის იმედად დარჩა