საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი ბესელიას: თუ წარღვნას ამზადებთ, არ მოგცემთ ხმას, თუ არ ამზადებთ - მოგცემთ ხმას

რასაკვირველია, მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ამ საკითხით. ამ კანონში მოგროვილია ის თემები, რა თემებიც ჩვენ მერე და მერე გვინდა გავშალოთ.

კითხვა ასეთია - ხშირად ისმის ტელევიზიით და კოლეგების მხრიდან - კონსტიტუციური ტესტი, კონსტიტუციური ტესტი... არ ვიცი მე ეს რა ტერმინია, რა ტერმინმა დაისადგურა, მინდა ამიხსნათ, განმიმარტოთ, რომ ამ კონსტიტუციურ ტესტში რამე შეცდომა არ მომივიდეს, მითხარით, რა არის ეს?

და ბოლოსდაბოლოს, სულ ორი სიტყვით, დიდ განმარტებას მე თქვენგან არ ვითხოვ - რა არის ამ კანონში ისეთი, რომელიც შეაფერხებს, დაანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და რაღაცა წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას? თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას, თუ არ ამზადებთ ასეთ რამეს, მოგცემთ ხმას

ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღეს დეპუტატები კენჭს უყრიან ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ეხება.

კომენტარები