დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ბესელია: ივანიშვილს ვუთხარი, რომ ტელეკამერებით არ გავაგებინებდი ჩემი წასვლის შესახებ

მე გუშინ დებატებამდე ვიყავი შეხვედრაზე, ნათქვამიც მქონდა და რასაც ვამბობ ვასრულებ, მე ვუთხარი ბიძინა ივანიშვილს, რომ ტელეკამერებით არ გავაგებინებდი ჩემი წასვლის თაობაზე და აუცილებლად ვეტყოდი ამის შესახებ მას პირადად. მე ეს მას ვუთხარი, სანამ დებატები დაიწყებოდა წინა დღეს. ვუთხარი, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, ის კარგად მიცნობს და იცის, რომ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, იმ გადაწყვეტილებას ვერავის მაცვლევინებს. თუ კენჭისყრაზე კანონპროექტი ჩავარდებოდა, ამას მოყვებოდა ჩემი შემდეგი ნაბიჯი.

თქვა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები