თეა წულუკიანი

წულუკიანი: პირველი შემთხვევაა, როცა ჩემ წასვლაზე მინიშნება სიმართლეა - გამიჩნდა ამის სურვილი

მეშვიდე წელი დაიწყო, რაც მე ჩემს კოლეგა ბატონ დავით სერგეენკოსთან ერთად ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას და მართალი ბრძანდებით, რომ კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმაზე, რომ შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან წავიდეს. მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს, როდესაც მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას. ამ თემაზე არ ვისაუბრებდი, ეს ამბავი გარეთ რომ არ გამოსულიყო. მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და მედია გამოხატავს ინტერესს და როცა ეს სიმართლეა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ გულწრფელად მეპასუხა. დანარჩენი წინა სპეკულაციები თუ მოთხოვნები იყო რა თქმა უნდა რეალობისგან ძალიან შორს, ამიტომ ჩემი მხრიდან კომენტარის ღირსად არ ჩამითვლია საჭიროდ.

იუსტიციის მინისტრი მისი გადადგომის ან გადაყენების შესახებ მრავალჯერ გავრცელებული ინფორმაციაზე.

კომენტარები