საქართველოს სამეფო სახლი

მინდიაშვილი: 2011-ში, ბაგრატიონების სამარცხვინო შეჯვარება მთელმა მაშინდელმა ოპოზიციამ იზეიმა

2011 წელს, პატრიარქის ხუშტურითა და რაინდის დაფინასებით, ბაგრატიონების ეს სამარცხვინო შეჯვარება, მთელმა მაშინდელმა ოპოზიციამ იზეიმა, მანამდე კი, ხელისუფლების გარდა, უკლებლივ ყველამ კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას დაუჭირა მხარი. ასეთი, დღეს უკვე თითქოს მარგინალური მოვლენები ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა თანამედროვე პრობლემების, მაგალითად, ოლიგარქიის მიზეზების გააზრება გვინდა და მომავლის პოლიტიკური პერსპექტივის დანახვასაც ვცდილობთ

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ბაგრატიონთა ორი შტოს სასამართლო დავაზე. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ითხოვს, მის ყოფილ ქმარს დავით ბაგრატიონ-მუხრანელს "საქართველოს სამეფო სახლის" სახელის გამოყენება აეკრძალოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბაგრატიონ-მუხრანსკი თაღლითია და სამეფო ორდენებს ყიდის. დავით ბაგრატიონ-მუხრანსკის ადვოკატის თქმით კი, "სანდო წყაროსგან" აქვთ ინფორმაცია, რომ საპატრიარქოში ჩატარდა დნმ-ანალიზი, რითაც დადასტურა, რომ "ნუგზარ ბაგრატიონი [ანა ბაგრატიონის მამა] ბაგრატიონი არ არის, ის არის სიხარულიძე".

კომენტარები