საქართველოს პარლამენტი

ოხანაშვილი: მეც ამრევია ღილაკები, ეს არის ტექნიკური საკითხი

კი, ამრევია მეც ღილაკი. ეს არის ტექნიკური საკითხი. მით უმეტეს, თბილისის პარლამენტის შენობაში, როდესაც არის საკითხი, რომელზეც ტექნიკურად ფიქრობ, რომ გაქვს საწინააღმდეგო პოზიცია და რეალურად აჭერ მწვანე ღილაკს. ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი, რომლის დროსაც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა შეცდომა დაუშვას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ცნობისთვის, 19 მარტის კენჭისყრაზე პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე თანამდებობიდან ვერ გადააყენა. ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა ხმა გადადგომის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 34-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით, დეპუტატებმა თქვეს, რომ ტექნიკური შეცდომა იყო და ღილაკები აერიათ.

კომენტარები