წულუკიანი: როცა ჯარისკაცები დაიხოცნენ, ცხედრები მიატოვეთ, გაიქეცით, ფეხებს ირტყამდით კეფაში 

ჰააგასთან თანამშრომლობა, ქალბატონო სალომე, თქვენ იკადრეთ უკადრებელი, რაც საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ, რომელ პარტიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, არ უნდა იკადროს და დამადანაშაულეთ, რომ მე თურმე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან ვთანამშრომლობ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. მე ამაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, რომ გრცხვენოდეთ ამის. გრცხვენოდეთ ყოფილ ელჩს, რომელიც ასეთ უკადრებელს არ უნდა კადრულობდეს. ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებში, მათ შორის ისიც ახსოვთ, არაერთი მათგანი რუსეთმა რომ მოგვიკლა, როგორ მიატოვეთ ცხედრები და გამოიქეცით ისე, რომ ფეხებს ირტყამდით კეფაში, ასე რომ, ნუ იკადრებთ იმას, რისი კადრებაც არ შეგეფერებათ, იმიტომ რომ ჯიბეში გიდევთ საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 

თქვა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის პასუხად. სამადაშვილმა წულუკიანს უთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრო ჰააგის ტრიბუნალთან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ თანამშრომლობს. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები