თეა წულუკიანი

წულუკიანი ბოკერიას: თქვენ ცინიზმში ვერასდროს ვერ გაჯობებთ და არც გეჯიბრებით

თქვენს წინა ხელისუფლების შეფასებისგან მარტო იმიტომ შევიკავებ თავს, რომ თქვენს რიგებში მოქკავშირელები მრავლად არიან, დიახ, აქაც ისხდნენ, აღარ სხედან... თქვენი ლიდერი არის მოქკავშირელი და ჩემი წინამორბედი სააკაშვილი, რომელმაც მოისხა რეფორმატორის მანტია, გაყარა მოსამართლეები, ამას დაარქვა მართლმსაჯულების რეფორმა და ის იყო თვით დემოკრატის განსხეულება.

ეს არის ჩემი შეფასება, არაპირდაპირ და თუ გნებავთ ცინიკური, მიუხედავად იმისა, რომ მე თქვენ ცინიზმში ვერასდროს ვერ გაჯობებთ და არც გეჯიბრებით.

რაც შეეხება საბჭოთა რეჟიმის შეფასებას, მე არ ვიცი, რა შეფასებას მთხოვთ და აქ რატომ შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა?

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე გიგა ბოკერიას შეკითხვას პასუხობს, რომელმაც საბჭოთა რეჟიმის და ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების შეფასება სთხოვა.

კომენტარები