თეა წულუკიანი

წულუკიანი: ივანიშვილი არის გარანტი, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ

ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი არ ვიცი და მე ვიცი თქვენგან განსხვავებით მისი ფასი. ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვეყანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში მშვიდობიანობის, სტაბილურობის და იმისა, რომ ჩვენს სუვერენიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ.

ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, არის საკმარისი, რომ მის გვერდით ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას და გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული მინისტრი? ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მე ვიქნები ამ გუნდის წევრი და არც ქართული ოცნების პარტიის წევრობა არ მჭირდება ამისთვის

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

კომენტარები