საქართველოს პარლამენტი

ბესელია კობახიძეზე: ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს, მანდატური არ უშველის

ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ მერე უკვე ქვემოთ ჩამოვიყვან და მანდატური არ უშველის.

გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის არის სხდომის წამყვანი. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის ის აბსოლუტურად არანაირი პრობლემას არ არის. თუ ეს არ მოხდება დავაყენებ მის პასუხისგების საკითხს - იმპიჩმენტის წესით.

ამბობს დეპუტატი ეკა ბესელია. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო და მისგან თქვენობით მიმართვა მოითხოვა. ამის შედეგ ბესელია მასთან მივიდა, რა დროსაც პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს მოუწოდა, ბესელიას ეთიკის დაცვა მოსთხოვონ.

კომენტარები