კახა კალაძე

კალაძე 20 ივნისზე: პოლიციას რა გაეკეთებინა, გაჩერდით ბიჭებო, უნდა გაგაფრთხილოთ? ასე არ ხდება

ადამიანურად არც ერთი კაცის ციხეში გაშვება არ მსიამოვნებს და რაღაც კმაყოფილებას ვერ მივიღებ. ვინც არ უნდა იყოს, რა მძიმე პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, რთულია როდესაც ადამიანი მიდის ციხეში, ადამიანურად ვამბობ, მაგრამ მეორე თემა არის, როდესაც პოლიტიკოსი, პოლიტიკური ფიგურა ხარ, ჩვენ ჩვეულებრივ რიგით ადამიანზე მეტად ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. შესაბამისად, ის ქმედება, ის განცხადებები, მოწოდებები რაც ჩვენ მოვისმინეთ 20 ივნისის საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე და რა შედეგიც მოჰყვა ყველამ ვნახეთ. შესაბამისად, მე ვერ ჩავერევი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მაგრამ ერთს ვიტყვი, ცხადია, იკვეთება დანაშაულები და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა. უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, ვინც მონაწილეობდა გადაცმოდმაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ... ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ, გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ? ასე არ ხდება. ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა.

თქვა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევაზე საუბრისას.

კომენტარები