საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო დროის გამოკითხვებით, საქართველოს მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ნატოში სრულ ინტეგრირებას. მეორე - რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს ინტეგრირება ნატოში არის მიმართული რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების ხელშეწყობისკენ და არა ვინმესთვის საფრთხის შექმნისკენ. შესაბამისად, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვადგავართ, როგორც ჩვენი დემოკრატიზაციის ასევე ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, ქვეყნის ევროატლანტიკური მიმართულებით განვითარების გზას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება, შესაბამისად ვთვლით, რომ ჩვენ გვაქვს იმის თავისუფლება და იმის რესურსი, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, როგორ, რა მიმართულებით, რა სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში იქნება საქართველო.
NATO-საქართველო
გახარია: NATO-ში ინტეგრაცია რეგიონული უსაფრთხოებისთვისაა და არა ვინმეს საფრთხის შექმნისთვის
tbl.ge/42dx
დაკოპირდა
ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთობლივ ბრიფინგზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
NATO-საქართველონატონატო-საქართველოგიორგი გახარიასაქართველოს პრემიერიმინისტრინატო-საქართველოს ურთიერთობებიNATO-საქართველოს ურთიერთობები
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ინსტიტუტებითა და რეფორმებით სხვადასხვა დონეზე არიან
- იენს სტოლტენბერგი საქართველოს ახლო მომავალში კვლავ ეწვევა
- წაქაძე: უკრაინას რუსეთის დამარცხება მოსთხოვეს, ჩვენ, შეიძლება, აშშ-ს დამარცხება მოგვთხოვონ
- საგარეო: მივესალმებით ვილნიუსის სამიტის დასკვნით დოკუმენტში გამოხატულ მხარდაჭერას
- საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის MAP-ი დასჭირდება – NATO-ს სამიტის კომუნიკე