გოცირიძე ხელისუფლებაზე: თავის გამართლება მაინც ისწავლონ ხარისხიანად

ეტყობა, [გიორგი გახარია] ღამღამობით დასამშვიდებლად ფრანგულ რომანებს კითხულობს და ახლა წაუკითხია ვიქტორ ჰიუგო. ფრანგული რევოლუციის დროს ხდებოდა ასე, რომ ყველაფერს აბრალებდნენ ან რუსოს, ან ვოლტერს და ახლა ყველაფერს აბრალებენ ოპოზიციას. 7 წლის განმავლობაში წარმოებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გააღატაკა ქვეყანა. ლარი ახლა გაუფასურდა, თუ ამ 7 წლის განმავლობაში უფასურდებოდა? ერთი გონივრული, ლოგიკური არგუმენტი მაინც მოიტანონ, თავის გამართლება მაინც ისწავლონ ხარისხიანად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე მთავარი არხის ეთერში საუბრობს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე, რომელმაც მთავრობის სხდომის წინ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები ეკონომიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები