კაკულია: გამოწვევები არის, რათ უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები

ეს განცხადება ადასტურებს შემდეგს: აშშ-ის ინტერესი იმ ტერიტორიის მიმართ, რომელზეც სახელმწიფო საქართველო მდებარეობს, კვლავ უცვლელი და მნიშვნელოვანია. ის არის მზად, ითანამშრომლოს ყველა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთი მხრივ, იქნება იმ ინტერესების გამტარებელი და მეორე მხრივ, დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია ასეთი პარტნიორული ურთიერთობა.

ახლა ამ გზავნილიდან საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მთავარი დასკვნა - ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არამხოლოდ ამერიკის ინტერესების გატარებისთვის არის ამ ტერიტორიაზე მზად, არამედ, საქართველოს ინტერესების შესაბამისობის უფრო მაქსიმალური მაღალი სტანდარტი შეუძლია შესთავაზოს ამ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობას.

მთავარი შეკითხვა ამაშია და არა იმაში, ამ გზავნილში დავინახოთ თუ არა საჭიროება პროკურატურის, სასამართლოსი და ან არდანახვა იმის, თითქოს ჩვენ ვერ ვხედავდეთ გამოწვევებს ან სასამართლოში ან პროკურატურაში, გამოწვევები არის, რათ უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები. რა თქმა უნდა, არის გამოსასწორებელი, ამას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ სტრიქონებს შორის რაც არის, ყველაფრის წაკითხვა უნდა ისწავლოს საზოგადოებამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ამბობს, რომ "ამის ასე ამოგლეჯილად წაკითხვა არ შეიძლება". TV პირველის ეთერში კაკულიამ იმედი გამოთქვა, რომ "როცა განვითარდება ჩვენი სახელმწიფო, ვისწავლით კარგად ასეთი ტიპის გზავნილების წაკითხვას". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაამყაროს ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები