თბილისის მერია

გომური: პარლამენტის წინ თუ ალაგებთ, ჩემი თვალი გდია მანდ სადღაც და თუ ნახეთ, შემინახეთ რა

პარლამენტის წინ თუ ალაგებთ, თვალი გდია მანდ სადღაც ჩემი და თუ ნახეთ, შემინახეთ რა, ოკ?

მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა, პარლამენტის ტერიტორიიდან კარვების და საპროტესტო ატრიბუტიკის გატანას Facebook-ზე ეხმიანება. მერიამ პარლამენტიდან კარვები რამდენიმე საათის წინ, ნაგვის მანქანებით გაიტანა და სანაცვლოდ, საბავშვო ატრაქციონებს და საშობაო მარკეტს აწყობს. ადგილზე სამოქალაქო და ოპოზიციის აქტივისტები მივიდნენ. პოლიციამ ათამდე ადამიანი დააკავა.

კომენტარები