კახა კალაძე: წელს განსაკუთრებულად ლამაზი იყო ჩვენი ქალაქი, დიდი მოწონება დაიმსახურა

დღეს ჩვენი საახალწლო ღონისძიებები მთავრდება, ასევე, ჩვენი საახალწლო სოფელი,
რომელიც მართლაც ულამაზესი იყო, იხურება.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ ღონისძიებების მოწყობაში, მადლობა მინდა გადავუხადო მედიას, რადგან ყოველდღიურად აშუქებდნენ ღონისძიებებს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ესტუმრა ჩვენს დედაქალაქს და საახალწლო სოფელს. წელს მართლაც განსაკუთრებულად ლამაზი იყო ჩვენი ქალაქი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოურ მედიაშიც ბევრი პუბლიკაცია გამოქვეყნდა. ძველით ახალი წელი თენდება და მინდა ყველას ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გისურვოთ. 2020 წელი
ყოფილიყოს ისეთი, როგორსაც თითოეული თქვენგანი ინატრებდა.

კახა კალაძემ ძველოთ ახალი წლისადმი მიძღვინ საღამოზე ისაუბრა და საახალწლო ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები