აშშ-საქართველო

თალაკვაძე კონგრესმენების წერილებზე: ჩვენი პასუხია - ჩავალთ ვაშინგტონში და ვეტყვით, რა მოხდა

როდესაც ჩვენ, პოლიტიკოსებს, ამერიკის კონგრესიდან პოლიტიკოსები გვისვამენ კითხვებს და გვწერენ წერილს, ჩვენი პასუხი ამაზე არის, რომ ჩვენ ჩავალთ ვაშინგტონში და მათთან გვექნება პირდაპირი, ღია საუბარი - რა მოხდა, როგორ მოხდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, დემონსტრანტები კი სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის კონგრესიდან და სენატიდან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.

კომენტარები