აშშ-საქართველო

დეგნანი: საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მიმართ ინტერესი აშშ-ში ძალიან დიდია

საქართველოს პოლიტიკური განვითარების ძალიან საინტერესო და დრამატულ დროს ჩამოვედი. ვფიქრობ, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ძალიან დიდია ინტერესი მის მიმართ ჩემს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამომრჩევლების ინტერესია, რომ ეს იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მე სრულად გავეცანი წარმომადგენელთა პალატის წევრ კინზინგერთან ამერიკის ხმის ინტერვიუს და ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო - რომ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში ნამდვილად სურთ, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისათვის, რომ მიაღწიონ ისეთ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება და ყველა დაუჭერს მხარს. სწორედ ამაზე მუშაობენ მხარეები

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში საარჩევნო სისტემაზე.

კომენტარები