აშშ-საქართველო

თურნავა პომპეოზე: ობიექტურად განწყობილი ადამიანი ძალიან ძლიერ პოზიტიურ მესიჯს დაინახავს

ნებისმიერი ობიექტურად განწყობილი ადამიანი, ცალსახად, დაინახავს ძალიან ძლიერ პოზიტიურ მესიჯს. ეს არის მესიჯი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა, რომ ის ყოველთვის საქართველოს გვერდში იქნება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებში, საგარეო არენაზე, საშინაო რეფორმების გატარების კუთხით. ეს არის ჩვენი უძლიერესი მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. 

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მაიკ პომპეოს განცხადებას აფასებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით 27 ივლისს ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის. ასევე, პომპეომ გახარია სასამართლოს და საარჩევნო სისტემის პოლიტიზებაზე გააფრთხილა.

კომენტარები