თავისუფალი ზონა

სესიაშვილი ენმ-ს: ნუ იყენებენ წესიერ ახალგაზრდებს აპოკალიფსური გეგმებისთვის

აპოკალიფსის დამქაშებს აქვთ გარკვეული გეგმა. სამწუხაროდ, რიგ ორგანიზაციებს თუ ტელეკომპანიებს არასწორი სახელი აქვთ იმიტომ, რომ შინაარსით აბსოლუტურად სხვა ფორმით და სხვა მოქმედებით გამოიხატებიან. ამიტომ მე ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებულად ჩემს ოპონენტებს, რომ ნუ იყენებენ თავისუფალ, წესიერ ახალგაზრდებს იმისათვის, რომ საკუთარი აპოკალიფსური გეგმები განახორციელონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცველები ამ ფაქტს გამოიძიებენ და ადეკვატურად გასცემენ პასუხს შესაბამის სამართალდარღვევებს.

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა გუშინ თავისუფალი ზონის ოფისში მომხდარი თავდასხმა.

კომენტარები