ბიზნესგარემო საქართველოში

ფადი ასლი: პრემიერმინისტრო, გადადგი ნაბიჯი და გაათავისუფლე ბიზნესი რეკეტისგან

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - უკვე ერთ წელზე მეტია ვითხოვთ მოიმოქმედოთ რამე და შეაჩეროთ ბიზნესის რეკეტი და შევიწროება, რომელსაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარების ნომერ პირველ დაბრკოლებად იქცა. თქვენ სისტემატურად აიგნორებთ ჩვენს მესიჯებსა და წერილებს, თქვენი დუმილი და უმოქმედობა სიტუაციას კიდევ უფრო აფუჭებს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შეაჩეროთ ბიზნესის შევიწროება და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ თქვენ საბოლოოდ გადადგამთ ნაბიჯებს და მოიმოქმედებთ რამეს ამისათვის. დიდი მადლობა.  

ეს ღია წერილი საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები